დუბაის ცნობილი ღირსშესანიშნაობები
#1 ბურჯ ხალიფა
„ბურჯ ხალიფა“ დუბაის ნამდვილის სიამაყეა. 829.84 მეტრი მას მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობად აქცევს. 2010 წლის 4 იანვარს მისი გახსნის ცერემონიალს მილიონობით ადამიანი აკვირდებოდა პირდაპირ ეთერში. ცათამბრჯენს თავდაპირველად „ბურჯ დუბაი“ ერქვა, თუმცა გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, როდესაც მშენებლობის შეწყვეტის საკითხი დადგა, დიდი როლი ითამაშა დუბაის მეზობელმა საემირო აბუ დაბიმ. არაბთა გერთიანებული ემირატების პრეზიდენტის (ხალიფა ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი) საპატივსაცემოდ, უდიდესი მხარდაჭერის გამო, ცათამბრჯენს მისი სახელი დაერქვა.
#2 ბურჯ ალ არაბი
„ბურჯ ალ არაბი“ არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული და, 321 მეტრი სიმაღლით, მეოთხე ყველაზე მაღალი სასტუმრო მსოფლიოში. ეს შენობა მისი ულამაზესი აფრისებრი გარეგნობის გამო, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფოტო ობიექტია მთელს მსოფლიოში. „ბურჯ ალ არაბი“ აღიარებულია როგორც დუბაის სიმბოლო. სასტუმრო ხელოვნურ კუნძულზე დგას და მომრგვალებული ხიდით უკავშირდება სანაპიროს.
#3 პალმის კუნძულები
პალმის კუნძულები ყველაზე ამბიციური პროექტია კერძო საკუთრების მშენებლობაში. თანამედროვე მსოფლიოში პალმის ფორმის ულამაზესი კუნძულები მსოფლიოს მერვე საოცრებადაა მიჩნეული. ისინი კარგად ჩანს კოსმოსიდანაც.
პალმის კუნძულები შედგება სამი პალმის ფორმის კუნძულისგან: პალმ ჯუმეირა, პალმ ჯებელ ალი და პალმ დეირა. მათ შორის ყველაზე მაშტაბური პალმ ჯუმეირა გახლავთ. კუნძულებზე წარმოდგენილია საცხოვრებელი სახლები, თემატური სასტრუმროები, ვილები, სანაპიროები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები.
#4 საოცარი ბაღი
ბაღი Dubai Miracle Garden 2013 წელს ვალენტინობა დღეს გაიხსნა. იგი მოიცავს 72,000 მ² ტერიტორიას, რომელიც 45 მილიონზე მეტ ყვავილს მოიცავს. ყვავილები ისეა დარგული, რომ მათ სხვადასხვა ორნამენტების ფორმა აქვთ მიღებული. შეხედავ რა ამ ბაღს, გეგონება იგი გიგანტურმა ფერიამ მოქსოვაო. შესვლის საფასური სულ რაღაც ხუთი დოლარია.
#5 სასტუმრო ატლანტისი
„ატლანტისი“ წარმოადგენს 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, რომელიც პალმ ჯუმეირაზეა აგებული. სასტუმროს ულამაზესი, გიგანტური კარიბჭის ფორმა აქვს. გარდა მიწის ზემოთ წარმოდგენილი 22 სართულისა, რომლებიც დამსვენებლებს სპარსეთის ყურის ხედებით ატკბობს, ატლანტისი აგრეთვე ფლობს ორ წყალქვეშა ნომერს, რომელთაგან თითოეული სამ სართულიანია.
Комментариев нет:
Отправить комментарий