среда, 24 мая 2017 г.

დუბაი - ყველაზე ძვირადღირებული და ექსცენტრიული ქალაქი მსოფლიოში

რუკა




     








          დუბაი არის - არაბთა გაერთიანებული ემირატების (აგე) ერთ -ერთი ემირატის დედაქალაქი და აგე-ს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და ფინანსური ცენტრი. და არა მხოლოდ არაბეთის, არამედ, მთელი ახლო აღმოსავლეთის უდიდესი ქალაქია, სპარსეთის ზღვის სანაპიროზე. ორი სიტყვა რომლითაც შეიძლება ამ ქალაქის დახასიათება - ექსცენტრიულობა და ფუფუნება არის. 30 წელზე ნაკლები დასჭირდა, რომ პატარა მეთევზეთა სოფლიდან დუბაი, ისეთ განსაცვიფრებელი, ზღაპრულად ლამაზი ქალაქიად, გადაქცეულიყო, რომელიც დღეს არის. სიტყვებით დუბაის დახასიათება ძალიან ძნელია, მაგრამ ის რაც სიტყვებისთვის შეუძლებელია, სავსებით შესაძლებელია ფოტოსურათებით.          























სასტუმროწყლის დისკო




ჩვეულებრივი სასტუმრო არ გეგონოთ - განსაკუთრებული სასტუმროა, ძალიან განსაკუთ- რებული. განსაკუთრებული იმით არის, რომ სასტუმროს ოთახები წყალქვეშ იქნება. სტუმრები წყალქვეშა ოთახებში იცხოვრებენ... სასტუმროში ზღვის ზედა და ზღვის ქვედა ნაწილები იქნება. წყალქვეშა ნაწილს დისკოს ფორმა ექნება და ზღვის ფსკერზე იქნება. წყალქვეშა და წყალზედა მთავარი დისკოები ერთმანეთთან კოშკით იქნება დაკავშირებული. კოშკში ლიფტი იმუშავებს. ქვედა და ზედა დისკოებს შორის კიბეც იქნება. წყლის ქვეშ სასტუმროს ოთახებს  გამჭვირვალე კედლები ექნება. ანუ კედლებიდან ზღვის დანახვა იქნება შესაძლებელი. სტუმარი დაინახავს, როგორ დაცურავენ თევზები ზღვაში, როგორ იკვებებიან, რა მცენარეები იზრდება ზღვის ფსკერზე... სტუმარი ზღვაში იცხოვრებს და ზღვის ცხოვრებას იგრძნობს. ეს სასტუმრო ყველაზე საინტერესო სასტუმროა მსოფლიოში. მომავალში, ალბათ, სხვა ქალაქებშიც ააშენებენ ასეთ სასტუმროებს, მაგრამ დუბაი ამ საქმეშიც პირველია.





Комментариев нет:

Отправить комментарий

დუბაი - ყველაზე ძვირადღირებული და ექსცენტრიული ქალაქი მსოფლიოში

რუკა                  დუბაი არის - არაბთა გაერთიანებული ემირატების (აგე) ერთ -ერთი ემირატის დედაქალაქი და აგე-ს უმნიშვნ...